სწავლება - www.gbabar.ge


    
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს ბარმენთა ასოციაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე!



საქართველოს ბარმენთა ასოციაციასთან ერთად 2002 წლის 2 ივლის ჩამოყალიბდა ბარმენთა პროფესიული მოსამზადებელი კურსები. სწავლის ხანგრძლივობაა 10 კვირა. ასევე ფუნქციონირებს 3 კვირიანი გადამზადების და ცოდნის ასამაღლებელი მასტერ კლასები. სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია საერთოშორისო  ბარმენთა ასოციაციის მიერ (IBA) და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწოდებული პროგრამის მიხედვით. კურსები ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ლიცენზია №02341085

ისწავლება შემდეგი დისციპლინები:

1. საქონელთმცოდნეობა

2. ბარის მოწყობილობა–დანადგარები

3. კოქტეილის მომზადებისა და სასმელების ტექნოლოგია

4. ბარმენის პროფესიული უნარჩვევები

5. სავაჭრო გამოთვლები ბარში

6. პროფესიული ეთიკა და ფსიქოლოგია

7. ჰიგიენა და სანიტარიის საფუძვლები.

 

ყველა კურსდამთავრებული წევრიანდება საქართველოს ბარმენთა ასოციაციაში.

გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ძალაშია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სადაც არსებობს ბარმენთა ასოციაცია.

საქართველოს ბარმენთა ასოციაცია უზრუნველყოფს მისი კურსდამთავრებულების გარანტირებულ დასაქმებას. ასევე იგეგმება წარჩინებულ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები საზღვარეთ.